The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ცაგარეიშვილი

ვალერიან ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1901
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1974  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1942 წელს.

1923 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ მოღვაწეობას სხვადასხვა სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში; 1935–1943წწ. იყო . აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე; 1949–1950წწ. ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1950–1958წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; ავტორია მუსიკალური კომედიებისა: "მზის დაბნელება" (1943), "აზნაური" (1945), "სამთა სიყვარული" (1948), საბავშვო ოპერებისა - "მეგობრები" და "სულელი წრუწუნა" (1928), კანტატებისა -"ლომგულოვანი" (1944), "დიდება ლენინს" (1971), "საქარეველოს მრავალჟამიერი" (1971), სიმფონიური პოემისა - "ელისო" (1943), საგუნდო სიმღერების, ერთ ნაწილიანი კონცერტინოსი "ხარობს ვარძია" (1966); კომპოზიტორი, პედაგოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987 . – გვ. 182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1949-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: