შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ბიბილეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით-ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი 1962 წელს. 1962 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში. 1977 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, მასწავლებელი, 1983 წლიდან დოცენტი, შემდეგ ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2008 წლიდან უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1995-1999წწ. საქარტველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 2009-2010წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან არის ენციკლოპედია, "აჭარის" ხელოვნების განყოფილების მთავარი რედაქტორი; 2008 წლიდან - რსუ სამეცნიერო შრომების პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სექციის თანარედაქტორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. პედაგოგიკურ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ჩეხეთის ეროვნული კრების საპატიო სიგელი და ი. ა. კომენსკის მედალი (1992); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საპატიო სიგელი (1995). სადოქტორო დისერტაციის თემა - "იან ამოს კომენსკი და ქართული პედაგოგიკური აზროვნება", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 51; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 95; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |