The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ბიბილეიშვილი

იური ბიბილეიშვილი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 2017  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით-ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი 1962 წელს.

1962 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში. 1977 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, მასწავლებელი, 1983 წლიდან დოცენტი, შემდეგ ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2008 წლიდან უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1995-1999წწ. საქარტველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ხელმძღვანელი;  2009-2010წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან არის ენციკლოპედია, "აჭარის" ხელოვნების განყოფილების მთავარი რედაქტორი; 2008 წლიდან - რსუ სამეცნიერო შრომების პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სექციის თანარედაქტორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. პედაგოგიკურ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ჩეხეთის ეროვნული კრების საპატიო სიგელი და ი. ა. კომენსკის მედალი (1992); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საპატიო სიგელი (1995).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იან ამოს კომენსკი და ქართული პედაგოგიკური აზროვნება", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 51; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 95; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2001-2004)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლებისა და მეცნიერების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2001-2004)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1996-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1999 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: