The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან ცინცაძე

სულხან ცინცაძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1925
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1991  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს (ჩელოს კლასი), 1953 წელს (საკომპოზიციო).

1944–1946 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმებიანი კვარტეტის სოლისტი; 1963–წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1965–1984 წწ. რექტორი, 1973 წლიდან პროფესორი; მუშაობდა მუსიკალური შემოქმედების ყველა უმთავრეს ჟანრში, განსაკუთრებული წარმატება და საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად  კამერულ–საკრავიერ ნაწარმოებებს (1947–1984წ წ., ათი სიმებიანი კვარტეტი, საკვარტეტო მინიატურები); ნაწარმოებები: ორი ოპერა (მათ შორის "განდეგილი", 1972); ბალეტები – "ცისფერი მთის საუნჯე" (1954), "დემონი" (1961), "ანტიკური ესკიზები" (1973), "დალი და მონადირე" (1977, ყველა მათგანი დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), "რივარესი" (1982, დაიდგა მოსკოვში სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის თეატრში), ხუთი სიმფონია (1952, 1963, 1969, 1979, 1985), ოპერეტები – "აბლაბუდა" (1960), "სიმღერა ტყეში" (1967), "შვეიკი" (1976, ყველა დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში), ორატორია "უკვდავება" (1970), ორი საფორტეპიანო (1949, 1968), ორი სავიოლინო (1968, 1977), ორი ჩელოს კონცერტი (1947, 1964), მუსიკა თეატრისა და კინოსათვის ("ჭრიჭინა", "ჯარისკაცის მამა"). არის მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის, პრაღის საერთაშორისო ფესტივალისა და ვარშავის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987 . – გვ. 221; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 386; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ–ინგლენდის მუსიკალური აკადემია, საპატიო წევრი (1966-)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1949-1991)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა , წევრი (1968-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1979-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1956-1991)
  • საქართველოს სსრ XI მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1984 - ხუთწლედის მატიანის პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1974 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1950 - სტალინური პრემია

გააზიარე: