The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ბერიძე

რუსუდან ბერიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1939  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1965 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: საკომპესაციო სიით-ბლოკი "მშვიდობა"; სპიკერის მოადგილე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე; 1997-2003წწ.  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის თეორიაში. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "რიცხვთა წარმოდგენა რვაცვლადიანი კვადრატული ფორმებით", დაიცვა 1965.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.49; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია: "გენდერული განვითარების ასოციაცია", ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახემწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია

  • ალგებრა და გეომეტრია : მეთოდ. მითითებები კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988. - 83გვ.

გააზიარე: