Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდ ჩეპელიანსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლოზოვაია, ხარკოვის რაიონი. დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1960 წელს, ქ. კიევის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს. 1958–1960წწ. იყო სოხუმის მუსიკალური სკოლის კონცერტმეისტერი, 1965 წლიდან ასწავლიდა თეორიულ საგნებს და კომპოზიციას ქ. სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში; დაწერილი აქვს: საორკესტრო ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1965), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის(1965), "აფხაზური უვერტიურა" სიმფონიური ორკესტრისათვის(1972), "დიმიტრი გულია" უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის(1974), "აფხაზეთის მთები" მუსიკალური სურათი საქსაფონისა და სიმებიანი ორკესტრისათვის(1976), "საიუბილეო" სიმფონიური პოემა(1980, მიეძღვნა საბჭოთა აფხაზეთის 60 წლისთავს); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სონატა ფორტეპიანოსათვის(1964), პოემა ალტისა და ფორტერპიანოსათვის(1965), ორი პიესა ფორტეპიანოსათვის "ოცნებები", "მხიარული განწყობილება"(1965), ტოკატა ფორტეპიანოსათვის(1965), ლეგენდა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1975), სონატა ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის(1979), "აფხაზური იუმორესკა" პიესა 2 ფორტეპიანოსათვის(1980), ცეკვა 2 ფორტეპიანოსათვის 4 ხელში(1980), საბავშვო ალბომი ფორტეპიანოსათვის(1981), რონდო–ტოკატა ფორტეპიანოსათვის(1983); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ბალადა ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1961), "ღამე" რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1962); სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა და დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 240; წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 491 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |