The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჩიმაკაძე

არჩილ ჩიმაკაძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1991  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს.

1951–1961წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1960–1963წწ. იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; 1963–1967წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1968 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1978 წლიდან საკომპოზიციო კათედრის დოცენტი, 1979 წლიდან პროფესორი; 1972–1976წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი; დაწერილი აქვს: ოთხნაწილიანი კანტატა "ქართლის გული"(1952, ტექსტი ა. აბულაძის, ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ქართულ მუსიკაში), ერთნაწილიანი კანტატები – "ფიცი მშვიდობას"(1954), "ლენინს"(1970), "დიდება შენ"(1971); მუსიკალურ–დრამატული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი"(1962–1966წწ), საგუნდო ნაწარმოებები, სიმღერები(მათ შორის პოპულარულია "ფიროსმანის სიმღერა"), რომანსები; სიმფონიური პოემა "დევლეთი"(1946), ჰეროიკული მუსიკალური კომედია "მაია წყნეთელი"(1980, ვ. კანდელაკის პიესის მიხედვით), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის – შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი(1958, "ყვარყვარე თუთაბერი", 1959, "ჰამლეტი", 1960, "ბახტრიონი", 1961, "ფიროსმანი"), კ. მარჯანიშვილი სახელობის დრამატული თეატრი(1957, "რაიკომის მდივანი", 1962, "მედეა", 1970, "ორი პოემა" – "ალუდა ქეთელაური" და "სტუმარ–მასპინძელი", ვაჟა–ფშაველა); არის პოლიფონიის სახელმძღვანელოს ავტორი(1983).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987 . – გვ. 123; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 407

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1945-1991)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1953-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: