Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ჩიმაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს. 1951–1961წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1960–1963წწ. იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; 1963–1967წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1968 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1978 წლიდან საკომპოზიციო კათედრის დოცენტი, 1979 წლიდან პროფესორი; 1972–1976წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი; დაწერილი აქვს: ოთხნაწილიანი კანტატა "ქართლის გული"(1952, ტექსტი ა. აბულაძის, ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ქართულ მუსიკაში), ერთნაწილიანი კანტატები – "ფიცი მშვიდობას"(1954), "ლენინს"(1970), "დიდება შენ"(1971); მუსიკალურ–დრამატული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი"(1962–1966წწ), საგუნდო ნაწარმოებები, სიმღერები(მათ შორის პოპულარულია "ფიროსმანის სიმღერა"), რომანსები; სიმფონიური პოემა "დევლეთი"(1946), ჰეროიკული მუსიკალური კომედია "მაია წყნეთელი"(1980, ვ. კანდელაკის პიესის მიხედვით), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის – შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი(1958, "ყვარყვარე თუთაბერი", 1959, "ჰამლეტი", 1960, "ბახტრიონი", 1961, "ფიროსმანი"), კ. მარჯანიშვილი სახელობის დრამატული თეატრი(1957, "რაიკომის მდივანი", 1962, "მედეა", 1970, "ორი პოემა" – "ალუდა ქეთელაური" და "სტუმარ–მასპინძელი", ვაჟა–ფშაველა); არის პოლიფონიის სახელმძღვანელოს ავტორი(1983). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987 . – გვ. 123; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 407 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |