შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ჩიჩბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჩადარა, გუდაუთის რაიონი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს. 1948-1955წწ. იყო გუდაუთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი; 1955–1957წწ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1964-1972წწ. სოხუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, აქვე ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია; 1972-1973წწ. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1978 წლიდან გუდაუთის სამუსიკო სკოლის დირექტორი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონიები(1974 N1, 1975 N2, 1978 N3, 1979 NN4,5,6); ვოკალურ - სიმფონიური ნაწარმოებები - ხუთი კანტატა ა კაპელასთვის, ორატორია "კერაზის გმირები" სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1969), კანტატა "აფსნი" სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის; ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ოპერა "სიმღერა კლდეზე"(1973, 2 მოქმედებათ); საგუნდო კრებული(25), ხუთი რომანსი(აფხაზი პოეტების ლექსებზე), რიგი კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებებისა, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 247; წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 494 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |