The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ჩიჩბა

ალექსი ჩიჩბა
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1996  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აჩადარა, გუდაუთის რაიონი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს.

1948-1955წწ. იყო გუდაუთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი; 1955–1957წწ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1964-1972წწ. სოხუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, აქვე ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია; 1972-1973წწ. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1978 წლიდან გუდაუთის სამუსიკო სკოლის დირექტორი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონიები(1974 N1, 1975 N2, 1978 N3, 1979 NN4,5,6);  ვოკალურ - სიმფონიური ნაწარმოებები -  ხუთი კანტატა ა კაპელასთვის, ორატორია "კერაზის გმირები" სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1969), კანტატა "აფსნი" სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის; ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ოპერა "სიმღერა კლდეზე"(1973, 2 მოქმედებათ); საგუნდო კრებული(25), ხუთი რომანსი(აფხაზი პოეტების ლექსებზე), რიგი კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებებისა, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 247;

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 494

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1969-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1969 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: