The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჩორგოლაშვილი

დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1994  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

 დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს.

1929 წლიდა მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას დაწყებით სკოლებში; 1934–1935წწ. იყო გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეს თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დრამატული თეატრების ორკესტრებში; 1935–1936წწ. იყო არტისტი, 1936–1937წწ. თბილისის წითელარმიელთა დრამატული თეატრის სასულე ორკესტრის დირიჟორი; 1937–1938წწ. ქ. დუშეთის პედაგოგიური სასწავლებლის მუსიკის პედაგოგი; 1936–1975წწ. განაგებდა მუსიკალურ ნაწილს და იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამტული თეატრის დირიჟორი; დაწერილი აქვს: ოპერა "განდეგილი"(1968, ვაჟა–ფშაველას მიხედვით), კანტატა "თებერვალი საქართველოში"(1971), ვოკალურ–სიმფონიური პოემა "სალხინო", საბავშვო ოპერა "ნახევარქათამა"(1973), "საცეკვაო სიუიტა" სიმფონიური ორკესტრისათვის, კვარტეტი სასულე ორკესტრისათვის, სიმებიანი კვარტეტი, გუნდები, სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 247; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 420

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1961-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1945 - სამამულო ომის ორდენი
  • 1943 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: