The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ბააზოვა

დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1990  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბელაია ცერკოვი, კიევის ოლქი.

დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1959–1985წწ. იყო ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგიური განყოფილების გამგე, 1985 წლიდან კონსულტანტი. დაამუშავა ჰემიპარეზების თბილისის თერმულ-გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ფიზიობალნეოლოგიური მკურნალობის მეთოდები. შეისწავლა კიბერნეტიკული ანალიზის მნიშვნელობა პროგნოზისა და რეაბილატაციისათვის ნერვული სისტემის დაავადებების საკურორტო ფაქტორებით მკურნალობის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1965). ნევროპათოლოგი. 

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.311

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: