შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს. 1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრაზე. 1951–1953წწ. იყო საქართველოს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კადრებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების უფროსი. იკვლევდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნაკლებად შესწავლილ საკითხებს. შედგენილი აქვს ხალხური სიმღერების კრებულები: "ქართული(სვანური) ხალხური სიმღერები"(1957), "აფხაზური ხალხური სიმღერები"(1975, მოსკოვი), "ქართული(აჭარული) ხალხური სიმღერები"(1961, ბათუმი). არის შემდეგი შრომების ავტორი "კოლექტიური შრომის ფორმა "ნადი" და ქართული ოთხხმიანი სიმღერა "ნადური"(1965, ბუდაპეშტი, რუსულ ენაზე), "ქართული ხალხური შრომის სიმღერები"("ნადური", 1964, მოსკოვი, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მუსიკათმცოდნე–ფოლკლორისტი. კონსერვატორიის პროფესორი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.304 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |