The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ახობაძე

მამია ახობაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 2010  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის ძველი სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მიწაბოგირა, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს.

1955 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას გორის ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, 1961 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1990 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ბათუმის პორტრეტი"(1956), "შორეული რეისის წინ"(1963), "ომის ტრაგედია"(1965), "წუთიერი დუმილი"(1969), "წარსულის მოგონება"(1974), "ნონა გაფრინდაშვილის პორტრეტი"(1961). შექმნილი აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნების ამსახველი სურათები: "აჭარის პეიზაჟი"(1963), "ქართლი"(1965), "ანასეული"(1971), "არაგვის ნაპირებზე"(1978), "ქართლის პეიზაჟები"1989–1990) და სხვ. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.304; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ელექტრონული ჟურნალი: georgianart.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, მდივანი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: