შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეგლარ ახოსპირელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. "ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის" სტამბის ასოთამწყობი, ქართული რევოლუციამდელი თეატრის მოკარნახე, სუფლიორი. გამოცემული აქვს პატარ–პატარა წიგნები: "ლექსები"(1989), "ჩემი ნანინა", "ჩემი სიმღერა"(1912), "ცხოვრების სიმღერები"(1915), "არზრუმის აღება"(1916). მასვე ეკუთვნის პოემები: "სოლომონ გმირი"(1899), "შვილის მკვლელი"(1900), "შანტაჟისტები და გეურქაღა"(1907), ვოდევილი "ოცდაათი თუმანი"(1904), დრამატული პოემა "მშვენება და სიყვარული"(1911). თარგმნა მაქსიმ გორკის "ფსკერზე" სათაურით–"ნაძირალნი"(1907), ფრიდრიხ შილერის "ნამდვილი მეგობრები". 1904 წელს "ივერიაში" გამოქვეყნდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი "კ. ლს"(ლადო კეცხოველს), ამის გამო მას ცენზურამ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება აკრძალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.305; ალ. ბურთიკაშვილი, სცენის ოსტატები, გვ.49-53. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |