The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეგლარ ახოსპირელი

ბეგლარ ახოსპირელი
ოფიციალური სახელი:ბეგლარ აღაიანი
სხვა სახელი:გვრიტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 1921  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის ძველი სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

"ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის" სტამბის ასოთამწყობი, ქართული რევოლუციამდელი თეატრის მოკარნახე, სუფლიორი. გამოცემული აქვს პატარ–პატარა წიგნები: "ლექსები"(1989), "ჩემი ნანინა", "ჩემი სიმღერა"(1912), "ცხოვრების სიმღერები"(1915), "არზრუმის აღება"(1916). მასვე ეკუთვნის პოემები: "სოლომონ გმირი"(1899), "შვილის მკვლელი"(1900), "შანტაჟისტები და გეურქაღა"(1907), ვოდევილი "ოცდაათი თუმანი"(1904), დრამატული პოემა "მშვენება და სიყვარული"(1911). თარგმნა მაქსიმ გორკის "ფსკერზე" სათაურით–"ნაძირალნი"(1907), ფრიდრიხ შილერის "ნამდვილი მეგობრები". 1904 წელს "ივერიაში" გამოქვეყნდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი "კ. ლს"(ლადო კეცხოველს), ამის გამო მას ცენზურამ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება აკრძალა.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.305; ალ. ბურთიკაშვილი, სცენის ოსტატები, გვ.49-53.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: