The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე ახმეტელი

სტეფანე ახმეტელი
ოფიციალური სახელი:სტეფანე ახმეტელაშვილი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1922  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნარის რაიონი.

დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში(უკრაინა).

მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა(1904–1905) და პირველ მსოფლიო ომში(1914–1915)(პოლკოვნიკი). 1918 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. სარდლობდა კორპუსს, თბილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს–სასაზღვრო ჯარებს. კოჯრის მიდამოებში ებრძოდა რუსეთის მე–11 არმიას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში. ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის(1918–1921) სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი(1918). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (რუსეთ–იაპონიის ომი)
  • წმინდა ანას ორდენი (რუსეთ–იაპონიის ომი)

გააზიარე: