The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩუბინიშვილი

გიორგი ჩუბინიშვილი
Date of birth:13 May, 1889
Date of death:11 October, 1945  (at 56 years)
Category:Composer, Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; აქვე დიდი ყურადღება მიაქცია ზ. ფალიაშვილმა, რომელიც ასწავლიდა საგუნდო სიმღერას, მანვე გაანაწილა სასწავლებლად ცნობილ კომპოზიტორ, მევიოლინე და პედაგოგ ა. ყარაშვილთან; 1907–1911წწ. მღეროდა ცნობილ მომღერალ და ქორმეისტერ ი. რატილის გუნდში; 1911 წლიდან როგორც მომღერალი გამოდის საქართველოს ქალაქებსა და ასევე რუსეთში; 1927–1928წწ. მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილედ; მოგვიანებით დაიწყო საკომპოზიტორო შემოქმედება; მთლიანად შემოიფარგლა კამერულ–ვოკალური ჟანრით; ავტორია გახმაურებული რომანსებისა და სიმღერების (ორმოცზე მეტი), მათ შორისაა: პირველი რომანსი "რა ტურფა, რა ლამაზია" (1914, ვაჟა–ფშაველას ლექსის მიხედვით); "დარჩი", "ოდეს გამშორდი", "სალამური" (სამივე ა. შნშიაშვილის ლექსზე); "ქალო, გნახე ფეხშიშველი", "ხმა გულისა", "სევდა", "მუხამბაზი" (ვაჟა–ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის ლექსებზე); ვოკალური დუეტები, გუნდები; გამოცემულია მისი სანოტო კრებული 1957, 2001. სარომანსო ჟანრის ერთერთი პირველი ავტორი საქართველოში.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 249; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.- თბ.,1987.–გვ.165; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.–თბ.,2015.–გვ.538

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1917-19??)

Share: