შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ლექსებს ბეჭდავდა ჟურნალ–გაზეთებში: "მოამბე", "კვალი", "ცნობის ფურცელი", "ივერია", "საქართველოს კალენდარი". 1913 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი წიგნი, რომელიც ცენზურამ აკრძალა, ავტორი კი დააპატიმრეს. 1918 წელს გამომცემლობა "ამქარმა" იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით და წინასიტყვაობით ეს კრებული კვლავ გამოსცა. ლადო ახობაძე 1912 წელს ბაქოს ქართული თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრად სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა. ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ იმედაშვილის ცნობით ლადო ახობაძე დაბადებულია 1879 წლის 5 ოქტომბერს (ძველი სტილით), სოფელ კულაშში, მაშინდელი ქუთაისის გუბერნია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.304; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/ იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.257 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |