The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი ახობაძე

დომენტი ახობაძე
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1987  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს.

1941–1945წწ. იყო ვანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1952–1954წწ. მთავლიტის ქუთაისის განყოფილების თანამშრომელი; იყო საავტომობილო ქარხნის მრავალტირაჟიანი ქარხნის რედაქტორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ახალგაზრდა მწერალთა სექციას; 1938 წლიდან  დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; ლექსების პირველი წიგნი "ჩემი მისამართი" გამოაქვეყნა 1957 წელს; გამოცემული აქვს კრებულები: "გულით დანახული ქვეყანა" (1967), "სუროსფერი ნატერფალი" (1973), "შემოდგომაზე ქარი ფოთოლს სულ არ სჭირდება" (1987), "უკანასკნელი ბარათი", (1989); განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა ებრაელ ლიტერატორ ბორის გაპონოვთან, დიდი წვლილი შეიტანა გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე რუსთველის ვეფხისტყაოსნის თარგმნასა და გამოქვეყნებაში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.304; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.33-34

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: