The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ახმეტელი

სიმონ ახმეტელი
ოფიციალური სახელი:სვიმონ ახმეტელაშვილი
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1937  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1901 წელს, 1907 წელს იურიევის(ტარტუს) ვეტერინარული ინსტიტუტი. 1914–1915წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, რუსეთის არმიის ოფიცერი. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში საქმიანობდა დამფუძნებელ კრებაში. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1921–1927წწ. რეპრესირებული იყო.  1930 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ვეტერინარულ სამსახურში. 1937 წელს კვლავ იქნა რეპრესირებული. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.302; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919.-თბ.,2016.-გვ.165; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1918-1921)

გააზიარე: