The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ბერიშვილი

იური ბერიშვილი
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

გამოფენებში მონაწილეობს 1982 წლიდან. პერსონალური გამოფენები: საქართველოს ეროვნული გალერეა(თბილისი, 1994), "აბსურდის ილუზია"(N გალერეა, თბილისი, საქართველო, 1999); "Fecit", გალერეა "TMS"(თბილისი, საქართველო, 2000); კლუბი "ალი ბაბა და ყაჩაღები"(თბილისი, საქართველო, 2001); "ემიგრაცია"(აშშ-ს საელჩო საქართველოში, თბილისი, 2002); გალერეა "TMS"(თბილისი, საქართველო, 2004);  გალერეა "TMS"(თბილისი, საქართველო, 2007); "ბაია გალერეა"(თბილისი, საქართველო, 2008); გალერეა 9(თბილისი, საქართველო, 2009). მონაწილეობს აგრეთვე ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: მსოფლიო ბანკის კოლექცია, ვაშინგტონი, აშშ; ნენსი და ნორტონ დოჯის ფონდი, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ ჯერსი, აშშ; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო; საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ეროვნული გალერეა, თბილისი; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში; ქორთიარდ მარიოტი, თბილისი, საქართველო. მიღებული აქვს პრიზი "წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის" (1994, 1996, 1997).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 47; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 88-89

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1984-)

გააზიარე: