The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი ჩხეიძე

დალი ჩხეიძე
ოფიციალური სახელი:თინათინ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1993  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი (პედაგოგი ი. ტუსკიას კლასი), ხოლო 1951 წელს საფორტეპიანო ფაკულტეტი (პედაგოგი ვ. შიუკაშვილი).

1949–1959 წლებში მუშაობს პედაგოგად თბილისის პირველ სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში. 1951 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმეისტერია, 1959 წლიდან საფორტეპიანო კათედრის პედაგოგი, 1972 წლიდან დოცენტი, ხოლო 80- წლებიდან პროფესორი. ავტორია სამი საფორტეპიანო კონცერტის, რვანაწილიანი კანტატის "საქართველო" (1967), სავიოლინო კონცერტინოსი (1962), "ჰიმნი სამშობლოს" გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ერთნაწილიანი კონცერტი ორი არფისათვის (1963), პიესები ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსათვის, სონატა, სკერცო, "ეტიუდი - სურათი", "მელოდია", "იუმორესკა", რომანსი ვიოლონჩელისათვის, კონცერტი - ფანტაზია ალტისა და ორკესტრისათვის (1969), კამერულ – ინსტრუმენტული პიესები, ვოკალურ – სიმფონიური ნაწარმოებები, ნაწარმოებები ორკესტრისათვის,  საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები, გუნდები, გუნდები ა კაპელა, სიმღერები, საბავშვო სიმღერები, მას ეკუთვნის ოპერა ბავშვებისათვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 251; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.115; ქართველი კომპოზიტორი ქალები: georgianwomencomposers.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1950-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: