შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1945 წელს იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა განყოფილებას. 1973–1974წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი, 1965–1977წწ. II სამშობიარო სახლის, 1965 წლიდან საქართველოს კურორტოლოგიისა და პერინატალური მედიცინის და მეან–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების კონსულტანტი. შეისწავლიდა ჰიპერტონიული დაავადების, ჰორმონული სტრესის, მიოკარდიუმის ნეკროზის ექსპერიმენტული მიღების, ორსულთა შორის გულის მანკის, გულ–სისხლძარღვთა უკმარისობის დაავადებათა საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965). პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.301
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |