The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე შავერზაშვილი

ალექსანდრე შავერზაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:2003  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1944 წელს.

1947 წლიდან ასწავლიდა კომპოზიციას თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, 1955 წლიდან თეორიულ საგნებს; 1952 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1968, პროფესორი, 1971, პრორექტორი); 1951 წლიდან ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; შექმნილი აქვს: ოპერები "მარინე"(1954), "ოიდიპოს მეფე" (1964), "ახალი ნაპირებისაკენ", სამი საფორტეპიანო ტრიო (1952, 1968, 1979), საფორტეპიანო კვინტეტი, ორი სიმებიანი კვარტეტი, სონატა ვიოლონჩელოსათვის (1970), ორი საფორტეპიანო კონცერტი, ვოკალურ–სიმფონიური ციკლი "ხმა იდუმალი" (1977, ნ. ბარათაშვილის ლექსებზე), სამი სიმფონია(1945, 1962, 1976), სიმფონიური სურათი "მტკვარი"(1958), სიმფონიური პოემები – "ლენინელები"(1968), "მცირე მიწა"(1980), კანტატები, ოპერეტები, მცირე ფორმის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1951 წელს.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 253; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 . - თბ., 1986 . – გვ. 670; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1946-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: