The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლარისა ბერიევა

ლარისა ბერიევა
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1925  (98 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1962 წელს.

1942-1947წწ. იყო სოფელ ვანეთის კოლმეურნეობის მოანგარიშე; 1943-1946წწ. გაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი; 1947 წლიდან ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიის უფროსი ლაბორანტი; 1982 წლიდან მეთოდური კაბინეტის გამგე. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; პირველი მსაჯი ქალი მსოფლიოში. იმსაჯა მრავალ საერთაშორისო ტურნირში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 45; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.256

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში, მაღალი რანგის სპორტსმენთა მომზადებასა და ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზატორული საქმიანობისათვის

გააზიარე: