The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ახმეტელი

დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1937  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა იურიევის(ტარტუს) ვეტერინარული ინსტიტუტი 1905 წელს.

1921 წლამდე იყო ამიერკავკასიის ვეტერინარული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ საქართველოს მიწსახკომის ვეტერინარული სამმართველოს უფროსი. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ვეტერინარული საქმის განვითარებაში, ქართველ ვეტერინარ სპეციალისტთა მომზადებაში. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ვეტერინარული ლაბორატორიები, ტაბახმელის საშრატე სადგური, ბიოკომბინატი, საქართველოს  ვეტერინარული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი(1929), რომლის პირველი დირექტორი იყო. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. ექიმ–ვეტერინარი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.301


გააზიარე: