The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ბერიანიძე

რამაზ ბერიანიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1955  (68 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დადიანეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1977 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა სპეციალობით სამართალმცოდნეობა ბიზნეს იურისტი 1994 წელს.

1971-1972წწ. კასპის ღვინის ქარხნის მუშა; ქარხანა "კასპელექტროაპარატის" მუშა (1972); 1972-1973წწ. კასპის რაიაღმასკომის კომენდანტი; 1977-1978წწ. კასპის რაიონის სოფ. აღაიანის საშუალო სკოლის პედაგოგი; 1979-1980წწ. კალინინის რაიგანყოფილების რიგოსანი; 1980-1984წწ. კასპის №1 საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1984-1991წწ. კასპის რაიონის კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი; 1991-1995წწ. კასპის რაიონის საკრებულოს მდივანი; 1995-1999 წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ); საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №30 კასპის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 45; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 90; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ლეიბორისტული პარია, წევრი (1998-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1997-1999)

გააზიარე: