შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს. 1918 წლამდე მუშაობდა რუსეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში, ქირურგიის კათედრაზე. 1935 წელს აირჩიეს პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძვალ–სახსართა ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ინფექციის, სისხლძარღვთა დაზიანებისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საკითხებს. პროფესორი(1936). ქირურგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.301
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |