The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ახმეტელი

მიხეილ ახმეტელი
Date of birth:1895
Date of death:1963  (at 68 years)
Category:Politician, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1914 წელს.

1915–1917წწ. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში. 1919 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც დაამთავრა იენის უნივერსიტეტი. 1925 წლიდან იყო ბრესლაუს უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი, შემდეგ ექსტრაორდინალური და ორდინარული პროფესორი. 1927–1934წწ. იყო ბრესლაუს(ახლანდ. ვროცლავი) აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის ნამდვილი წევრი, 1937–1940წწ. კი დირექტორი. 1939 წლიდან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი. II მსოფლიო ომის წლებში ბერლინში, ა. ნიკურაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ–ს შემსწავლელ ინსტიტუტს.  ომის შემდეგ გადავიდა მიუნხენში, სადაც მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ–ს შემსწავლელი ინსტიტუტი, პოლიტოლოგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრი ევროპაში. მიხეილ ახმეტელი წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის მეცნიერ–კონსულტანტი. პარალელურად ასრულებდა მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის მოვალეობას. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი შრომები საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკის, ბოლშევიზმის ისტორიის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ისტორიის საკითხებზე. მან გამოსცა ხუთი ფუნდამენტური მონოგრაფია, მათ შორის წიგნი, "აგრარული პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები"(1942, ბერლინი) არის მსოფლიოში აღიარებული სოვეტოლოგიური ნაშრომი. იგი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საქმიანობას. იყო გერმანიაში ქართული სათვისტომოს გამგეობის უცვლელი წევრი. გერმანიაში გამომავალი ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი, ანტიბოლშევიკური და ანტისაბჭოთა მოძრაობის წარმომადგენელი. დასავლეთში "ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის" დამფუძნებელი წევრი. ფილოსოფიის დოქტორი(1925). მეცნიერ–პოლიტოლოგი. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოვეტოლოგიის გერმანული სამეცნიერო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.302


Share: