შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბეჟანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, სპეციალობით რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია 1964 წელს. 1966-1971წწ. "საქსპეცელექტრომონტაჟის" ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საქმის მწარმოებელი, პროექტის მთავარი ინჟინერი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1971-1980წწ. საპროექტო ინსტიტუტ "მძიმემრეწველექტროპროექტის" განყოფილების გამგე; 1980-1984წწ. ადგილობრივი მრეწველობის მექანიკური ქარხნის დირექტორი; 1984-1999წწ. "თბილხელსაწყოს" გენერალური დირექტორი; შემგომში სს "თბილხელსაწყოს" ერთ-ერთი აქციონერი. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", სამოქალაქო ინტეგრაციის, ეროვნულ ურთიერთობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი; მრეწველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; ფრაქცია "მრეწველების" წევრი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 44; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 89 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |