Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელს ბდოიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ნინოწმინდა. დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერევნის სპეციალური სკოლა 1971 წელს; საბჭოთა კავშირის შსს აკადემია სპეციალობა - სამართალმცოდნეობა 1981 წელს. 1973-1989წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა დროს იყო ნინოწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, სახალხო დეპუტატთა ნინოწმინდის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, ნინოწმინდის რაიონის გამგებელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, ბოგდანოვკის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №41 ნინოწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. დაჯილდოებულია I, II, III ხარისხის მედლებით "უმწიკვლო სამსახურისთვის" და "ხანძრის დროს თავდადებისთვის". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 43; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 88; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |