The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ბაღაშვილი

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გლოლა, ონის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1970 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს.

1970-1972წწ. იყო მეფრინველეობის ფაბრიკის ფიზკულტურის მეთოდისტი; 1972-1979წწ. სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" მწვრთნელი; 1980-1986წწ. "კოლმეურნეს" ცენტრალური საბჭოს უფროსი ინსპექტორი; 1991 წლიდან "ლოკომოტივის" თავმჯდომარე. 1998 წელს მიღებული აქვს პრეზიდენტის მადლობა. არის რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 42

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - სპორტის დამსახურებული ოსტატი (სათხილამურო სპორტი)

გააზიარე: