| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ შავერზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში 1910–1916წწ. 1916 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა თბილისში როგორც პიანისტ–აკომპანიატორი, დირიჟორი და კომპოზიტორი; იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი და პროპაგანდისტი; გამოდიოდა ცნობილ არტისტებთან ლ. კავსაძესთან, ვ. გოძიაშვილთან, ა. ორლოვასთან, ო. დოლიძესთნ, ს. ჯაფარიძესთნ, გ. საღარაძესთან ერთად; შექმნილი აქვს: საესტრადო სიმღერები "მუხამბაზი" (ლექსი გ. ორბელიანისა), "სიმღერა თბილისზე" (ლექსი გ. ლეონიძისა), "თამარ ქალი", "არ გიღალატებ" (ლექსები ი. გურულისა), "ჰო, თინათინ" (ლექსი ვ. კობელისა), მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისა (ასზე მეტი) და კინოფილმებისათვის ("სურამის ციხე", "სვანეთი", "პირველი დღე"); პიანისტი, დირიჟორი. კომპოზიტორების ალექსანდრე და ელისაბედ შავერზაშვილების მამა. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 257; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 . - თბ., 1986 . – გვ. 670; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 512 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

