შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი შავერზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს. 1965–1967წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ რედაქტორად; 1967 წლიდან იყო მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; დაწერილი აქვს: ვოკალურ–სიმფონიური ციკლი(1968, ოთხ ნაწილად, ვაჟა–ფშაველას ტექსტზე) მეცო–სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოები "დიალოგი"(1972, ხალხურ ტექსტზე)ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, სავიოლინო სონატა, Allegro ორკესტრისათვის, რომანსები, სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები; 1973 წელს დაასრულა ვოკალური ციკლი "მთების სიმღერა" და "მუსიკა ორკესტრისათვის"(სამ ნაწილად). წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 259; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 449 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |