The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ლილი შავერზაშვილი

ლილი შავერზაშვილი
ოფიციალური სახელი:ელისაბედ შავერზაშვილი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1940  (76 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს.

1965–1967წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ რედაქტორად; 1967 წლიდან იყო მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; დაწერილი აქვს: ვოკალურ–სიმფონიური ციკლი(1968, ოთხ ნაწილად, ვაჟა–ფშაველას ტექსტზე) მეცო–სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოები "დიალოგი"(1972, ხალხურ ტექსტზე)ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, სავიოლინო სონატა, Allegro ორკესტრისათვის, რომანსები, სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები; 1973 წელს დაასრულა ვოკალური ციკლი "მთების სიმღერა" და "მუსიკა ორკესტრისათვის"(სამ ნაწილად).

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 259

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 449

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1966-19??)

გააზიარე: