The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამიზ ბაქიროვი

რამიზ ბაქიროვი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბოლნისი, ბოლნისის რაიონი. 

დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1979-1994 წწ. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე: 1979-1980 წწ. იყო ქვემო ბოლნისის საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1980-1989 წწ. კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველოს ალკკ ბოლნისის რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1989-1991 წწ. მეურნეობის დირექტორის მოადგილე; 1991-1994 წწ. ქვემო ბოლნისის საკრებულოს მდივანი; 1995-1999 წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე; აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანების და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 42; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 85; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია - "აზერბაიჯანელთა კონგრესი საქართველოში", დამფუძნებელი (2008-)
  • მწვანეთა მოძრაობა, წევრი (1991-1993)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)

გააზიარე: