შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ბასილია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1979-1984წწ. სამრეწველო გაერთიანება "ელექტროხელსაწყოს" ინჟინერ-ეკონომისტი, ბიუროს უფროსი; 1984-1986წწ. თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის დარგთაშორის ტერიტორიული გაერთიანების სექტორის გამგე; უფროსის მოადგილე; 1986-1989წწ. საავეჯო დეტალების კომბინატის დირექტორის მოადგილე; 1989-1991წწ. სამრეწველო გაერთიანება "განთიადის" მთავარი ეკონომისტის მოადგილე; 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: სარჩევნო ბლოკი: პარტია "ტრადიციონალისტთა გაერთიანება", პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; 1994-1995წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე; 1996-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი. 2011 წლის 26 მაისს, თ. ბასილიას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. 2019 წელს დაბრუნდა საქართველოში. ეკონომიკის ექსპერტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 41; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 85; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |