შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ახალციხელი![]()
ბიოგრაფიაშალვა ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ივნისი, ახალი სტილით-30 ივნისი. თამარ მეფის ვეზირი(ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ-მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი. ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების–ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმსობელს შესწირა. ამ ომის მსვლელობას ეხება განძანის წარწერა, რომელშიც შალვა ახალციხელის შესახებ ვკითხულობთ: "ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან... რომელმან ძალითა ლომითისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი". შალვა ახალციხელი სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის(ყარსი) ბრძოლებში(XIII საუკუნის დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში(1203). შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. ბასიანის ომის შემდეგ შალვა ახალციხელი მანდატურთუხუცესი გახდა და ეს თანამდებობა მას 1225 წლამდე ეპყრა. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი(სამხრეთ საქართველოში). 1225 წელს გარნისის ბრძოლაში ივანე ახალციხელთან ერთად სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს. "სახელოვანნი იგი მბრძოლნი ვითარ წესად არს სახლსა მათისა". ივანე I მხარგრძელმა, ძმებს დამხმარე ძალა არ მიაშველა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. გარნისის კლდეებში თავშეფარებულ ივანეს მაღალი კლდიდან მოწყვეტილი ქვა დაეცა და იქვე გარდაიცვალა. შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა. ჯალალედინმა ტყვისათვის შეუსაბამო პატივი მიაგო მას, განზრახული ჰქონდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი გამოყენება "ახოვნებასა" და "წყობათა შინა სიქველის გამო", მაგრამ ერთი წლის შემდეგ "ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო" სიკვდილით დასაჯა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.291
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |