შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხარიტონ ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მახინჯაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1936–1938წწ. მუშაობდა ბათუმის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ. 1939–1987წწ. იყო აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის, სოციალურ–პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღირიცხა და მუზეუმების ფონდებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. სამხრეთ საქართველოს მკვლევართათვის მნიშვნელოვანია ხარიტონ ახვლედიანის "სამხრეთ საქართველოს ბიბლიოგრაფია" (1960, ბათუმი). 2005 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმს მიენიჭა ხარიტონ ახვლედიანის სახელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.299; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.251; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |