The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხარიტონ ახვლედიანი

ხარიტონ ახვლედიანი
სხვა სახელი:ხუსეინი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1904
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1992  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მახინჯაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს.

1936–1938წწ. მუშაობდა ბათუმის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ. 1939–1987წწ. იყო აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის, სოციალურ–პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღირიცხა და მუზეუმების ფონდებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. სამხრეთ საქართველოს მკვლევართათვის მნიშვნელოვანია ხარიტონ ახვლედიანის "სამხრეთ საქართველოს ბიბლიოგრაფია" (1960, ბათუმი). 2005 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმს მიენიჭა ხარიტონ ახვლედიანის სახელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.299; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.251; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საზოგადოებისა და ძეგლთა დაცვის საზოგადოების რეგიონალური ორგანიზაცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: