The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ ახვლედიანი

დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1916
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1981  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1933 წელს თელავის სახელმწიფო თეატრში შეასრულა პირველი როლი(მუშა, კ. კალაძის "ხატიჯე"). მუშაობად ქუთაისის (1934–1935), ჭიათურის(1935–1938), თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში. 1960 წლიდან იყო თელავის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კაკუტა, ხარიტონი(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ონისე(ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა", ა. ყაზბეგის მიხედვით), ჯემალი(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ოთარ–ბეგი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნეზნამოვი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), კასიო(უ. შექსპირის "ოტლო"), ურიელ აკოსტა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), კიკვიძე(ვ. დარასელის "კიკვიძე") და სხვ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.299

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: