The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ახვლედიანი

დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1899
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1975  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს.

1932–1946წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1946–1958წწ. იყო საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1958 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის განყოფილების გამგე. გიორგი ახვლედიანი იკვლევდა აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობის ნიადაგებს. შეიმუშავა მათი აგროტექნიკური ღონისძიებები: შეადგინა სამგორის ნიადაგის რუკა, შეისწავლა ამ ნიადაგის გენეზისი, ფიზიკური და აგრომელიორაციული თვისებები. აღსანიშნავია მისი ღვაწლი კოლხეთის დაბლობის ნიადაგის შესწავლაში, ასევე საქართველოს მშრალი სუბტროპიკული ზონების ნეშომპალა–სულფატური ნიადაგის გენეზისის, გეოგრაფიული შემადგენლობა–თვისებების შესწავლის საქმეში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1959), ნიადაგთმცოდნე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: