შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 1958-1961წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1966წწ. უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1966-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1991-1992წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თნამშრომელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: აფხაზეთის დეპუტაცია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009 წლიდან არის პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი. არის 140-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძვ.წ. III-I ათასწლეულების ძირითადი პრობლემები", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 40; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 84; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |