The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ბარამიძე

მალხაზ ბარამიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი.

1958-1961წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1966წწ. უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1966-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1991-1992წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თნამშრომელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: აფხაზეთის დეპუტაცია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009 წლიდან არის პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი. არის 140-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძვ.წ. III-I ათასწლეულების ძირითადი პრობლემები", დაიცვა 1998 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 40; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 84; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "19 თებერვალი", წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი აფხაზეთი და ქრისტიან დემოკრატები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: