The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბალიაშვილი

ივანე ბალიაშვილი
სხვა სახელი:ვალიკო
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1972 წელს.

1979-1989წწ. იყო ნინოწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1989-1991წწ. ნინოწმინდის რაიკომის პირველი მდივანი. 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, სააჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.37 ახალციხის საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2002-2006წწ. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 37; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.82

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მიწათმოქმედი", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: