შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯარჯი ბალანჩივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს. 1972-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. გამართული აქვს მრავალი სოლო კონცერტი, სურათების გამოფენები თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში. კამერული საორკესტრო ანსამბლ "ორფევსის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ავტორია მთელი რიგი სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და სხვა ნაწარმოებისა. ქართველი პიანისტი. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი(1960), საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი, ფ. ლისტის სახელობის მედალის (1991, უნგრეთი) მფლობელი, რადეფორვალდეს საპატიო მოქალაქე (1996). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |