The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თამარ შავერზაშვილი

თამარ შავერზაშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1955  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს(საფორტეპიანო), 1935 წელს(საკომპოზიციო).

1923 წლიდან ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს, 1938 წლიდან თეორიულ საგნებს(1946 წლიდან დოცენტი, პოლიფონიის განხრით); მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბავშვო საფორტეპიანო მუსიკას; დაწერილი აქვს: საბავშვო ოპერა "იავნანამ რა ჰქმნა"(1947), საორკესტრო "საბავშვო სიუიტა"(1946), საფორტეპიანო პიესების კრებული "საბავშვო ალბომი"(1946), "20 საბავშვო პიესე"(1952), "ალბომი ახალგაზრდობისათვის"(1954), საბავშვო სიმღერების კრებული, საორკესტრო სიუიტა(1935), სიმებიანი კვარტეტი(1938), საფორტეპიანო "პოლიფონიური სიუიტა"(1940), სიუიტა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1949), საფორტეპიანო პიესები, რომანსები.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 261; წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 . - თბ., 1986 . – გვ. 670



ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: