შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ შარაბიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1900 წელს, პეტერბურგის სამეფო კართან არსებული სასიმღერო კაპელის რეგენტის კლასი 1902 წელს. მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა საგუნდო სიმღერას და თეორიულ საგნებს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სხვადასხვა სკოლასა და მუსიკალურ სასწავლებლებში; 1946 წლიდან ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, 1923–1954წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; დაწერილი აქვს: საგუნდო ნაწარმოებები, საბავშვო სიმღერები, რომანსები, დამუშავებული აქვს ქართული ხალხური სიმღერები. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |