The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი შვედოვი

დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 1981  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. მოსკოვი.

მუსიკალური განათლება მიიღო ქ. მოსკოვის სინოდალურ სასწავლებელში, სახელმწიფო კონსერვატორიაში(საფორტეპიანო, საკომპოზიციო).

1921 წლიდან მუშაობდა საოპერო დირიჟორად ქ. მოსკოვში, კუიბიშევსა და სარატოვში; 1923–1931წწ. იყო ქ. ლენინგრადის, 1931 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(1941 წლიდან პროფესორი); შექმნილი აქვს: ოპერები – "რევიზორი"(1934), "განდევნილნი"(1938), "ალამისი"(1968, დაიდგა სოხუმში, 1984 წელს საკონცერტო შესრულებით), სამი სიმფონია, ორატორიები, კანტატები, კამერული და ვოკალურ–საკრავიერი ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 264; წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 . - თბ., 1986 . – გვ. 729; წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 457

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1932-1981)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1953 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: